"ბოლო ზარი აქციაზე" - ხვალ, 18:00 საათზე განათლების სამინისტროდან პარლამენტამდე აბიტურიენტების მარში გაიმართება.
"ერთად აღვნიშნოთ ბოლო ზარი აქციაზე თეთრი პერანგებით. წამოვიღოთ ფერად-ფერადი მარკერები და ბუშტები. ვეპატიჟებით, რა თქმა უნდა, მეთორმეტე კლასელებს, სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს და ნებისმიერ მსურველს", - ნათქვამია განცხადებაში.
მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.
კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ვეტოს დაძლევის პროცედურა პარლამენტში.